15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო საახალწლო დღესასწაულების გაუქმებასთან დაკავშრებით ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ეხმაურება.
ნადირაძე სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებას არ ეთანხმება. ამასთან ის წერს, რომ გლოვა დიდების საქმეა, ბავშვები მომხდარით კიდევ უფრო არ უნდა დაისტრესონ.
“ვფიქრობ, საახალწლო დღესასწაულების გაუქმება საქართველოს ქალაქებში არასწორია, უამრავი ბავშვი ელოდება ამ დღეს ნაძვისხის ანთებას, ეს იგივეა, შვილმკვდარმა დედამ თალხი არასოდეს გაიხადოს და სხვა შვილებს სიხარული აუკრძალოს! მსოფლიოს ყველა ქალაქში აინთება ნაძვის ხე, ჩვენი ქვეყანა რატომ უნდა ჩაბნელდეს? გლოვა დიდების საქმეა, ბავშვებს თავი დაანებეთ!” – წერს კუზანოვა.
კომენტარები