ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, 20 დეკემბერს გაიმართება.
სასამართლო პროცესი თბილისის დროით 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. მისი პირველი ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართა და ექიმი პატიმრობაში დატოვეს.
ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. მის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.
კომენტარები