საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე.
თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებმაც, თალაკვაძის განმარტებით, ცოტნე გამსახურდიას დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს.
„იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გუშინ და მაღალპროფესიონალური დახმარება აღმოუჩინეს ბატონ ცოტნეს. დიდი იმედი გვაქვს, ის მალე გამოჯანმრთელდება“ ,- აღნიშნა თალაკვაძემ.
რაც შეეხება გამოძიებას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ძალიან სწრაფი რეაგირება მოხდა.
„დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველების მხრიდან ფაქტებთან დაკავშირებით ძალიან სწრაფი რეაგირება იყო. როდესაც ყველა გარემოება იქნება შესწავლილი, უკვე გამოძიება გასცემს კითხვებზე პასუხს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.