მივესალმები ახალ სახეებს და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და სიბოროტის და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ზოგადად ახალი პარტიების შექმნას მივესალმები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მივესალმები ახალ სახეებს და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და სიბოროტის და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, თუნდაც ინდივიდუალურად ან კონკრეტული პარტიების სახით. ახალი პარტიების და ახალი სახების წარმოჩენას მხოლოდ დადებითად მივესალმები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები