რუსთავში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი გახდა და ისინი ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპნენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილია მამა-შვილი. დილით სახლში მისულმა ოჯახის წევრმა ერთი სააბაზანოში, მეორე კი მისაღებ ოთახში იპოვა.
ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები