უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის „Укрзализныця“ გერმანული Deutsche Bahn AG-ისთვის გადაცემა გადაწყვიტა. ამის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრემიერმინისტრმა ალეკსეი გონჩარუკმა განაცხადა.
გონჩარუკმა განაცხადა, რომ უკრაინას სურს გერმანიას 10 წლით გადასცეს ქვეყნის რკინიგზის კომპანია. პრემიერმა დასძინა, რომ დეტალები შესათანხმებელია, თუმცა „ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“.
Deutsche Bahn-ისთვის უკრაინის რკინიგზის გადაცემა, გონჩარუკის განცხადებით, იმის სიგნალი უნდა იყოს, რომ უკრაინა მსოფლიოსგან უპრეცენდენტო ინვესტიციებისთვის ღიაა.
კომენტარები