ყველაზე ძვირფასი, ყველაზე აუნაზღაურებელი ამ ცხოვრებაში არის დრო. დრო არის ის, რასაც ყველაზე მეტად კარგავს საქართველო ბოლო წლებში და საერთოდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ მთელი პერიოდი შევარდნაძის დროს და შემდეგ ვკარგავთ დროს 2012 წლის შემდეგ. რომ ვილაპარაკოთ ციფრებით, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ზუსტად ოთხჯერ, ანუ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ ოთხჯერ მეტი შესაძლებლობა განვითარების, ადამიანური ცხოვრების და თვალებში გამოხედვის,- აცხადებს სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ხალხი უბედურებაში ცხოვრობს და მისი ამოცანაა „ამ ჭაობიდან ქვეყნის გამოყვანა“.
„მე მაქვს კონკრეტული გეგმა და მე ვიცი რა ხალხთან ერთად შეიძლება ამის გაკეთება, თქვენთან ერთად შეიძლება ამის გაკეთება.
ამიტომ, დაწყებული დღეიდან, ჩვენ მოვემზადებით გადამწყვეტი მომენტისთვის, როდესაც დაიწყება საქართველოს სწრაფად ფეხზე წამოდგომა, დაჩოქებული მდგომარეობიდან გამოყვანა და თქვენთან ერთად ვისაუბრებ რეგულარულად თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ საქართველო ამ უბედურებიდან, როგორ უნდა წავიდეთ სწრაფად წინ.
საქართველოში აუცილებლად გათენდება, საქართველო აღარ იქნება დაჩოქებული, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – თქვა სააკაშვილმა.