სოციალური ქსელის მომხმარებელი ირმა ხუხუტაიშვილი, „ფეისბუქზე“ იურისტ ანა დოლიძის მიერ გუშინ დადებულ გამოკითხვას ეხმაურება.
ცნობისათვის, დოლიძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს სთხოვს, ხმის მიცემით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია შემდეგ საკითხზე: მისცემდნენ თუ არა ისინი ხმას ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის 7 კანდიდატს? პასუხების ვარიანტებია „კი, ხმას მივცემდი“ და „არა, ხმას არ მივცემდი“. ამ მომენტისათვის ხმის მიცემის შედეგები ასეთია: ე.წ. ოპოზიციის სიას ხმას გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 71% მისცემდა, 29% კი საპირისპიროდ მოიქცეოდა.
აქვე გთავაზობთ ირმა ხუხუტაიშვილის პოსტს:
„როგორ ყალბდება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხმები
მეგობარმა მითხრა, როგორ უნდა ვნახო გამოკითხვაში ვინ ვის მისცა ხმაო, მე ვასწავლე და სკრინი გავუგზავნე, ეს ხდებოდა, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ანა დოლიძის გამოკითხვაზე, ნაცების დარეკლამებაზე, რომელიც გუშინ ღამე დადო, კარგა ხანი იდო ეგ ციფრები რაც ამ სკრინშია,
ოი საოცრებავ, დილას იღვიძებ და სასწაულ ციფრები დაუდიათ ნაც ბოტებს, ხმას არ მოვცემ 60 % შეცვლილია 26% -ით.
რომ არა მეგობრის თხოვნა, რეალური გამოკითხვის შედეგებს ვერ გავიგებდით, სკრინმა შემოინახა ისტორია.
თუმცა მე აქ ყველაზე მეტად გული დამწყდა, ანა დოლიძე თურმე ხმას აძლევს, ნაციონალურ მოძრაობას, ეს უდიდესი შოკია, თუმცა მესიჯი არ ვარ მე ნაცი, დამსხვრეულია.
შუაშისტებიც არ არსებობს და ეხლა მაინც დარწმუნდით, რატო ხდება ხმების გადანაწილება მხოლოდ ნაცებსა და ქოცებს შორის, სხვა არ არსებობს.
1 სურათი გუშინ, ძილის წინ, მეორე სურათი დღეს დილას, თან ანაც აყალბებს, ორივე სკრინში სხვასხვა გევრდიდან აძლევს ხმას 2 ჯერ ნაცებს,
მორჩა კინო.
ორი პარტია არსებობს ნაცები და ქოცები“ – წერს ირმა ხუხუტაიშვილი.