ვლადიმერ პუტინმა ახალი სამხედრო ავტომობილის УАЗ «Патриот»-ის კარები ვერ გააღო, მის გვერდით მყოფმა ზედმეტად მონდომებულმა გენერალმა ალექსანდრე სავჩენკომ პრეზიდენტისთვის დახმარების აღმოჩენა სცადა… და კარების სახელური მოგლიჯა.
სამხედრო მაღალჩინოსანი რამდენიმე წამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა კარის ფანჯრიდან გაღებას. საბოლოოდ, რუსეთის პრეზიდენტს მანქანის უკანა კარი გაუღეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ულიანოვსკის ქარხანაში ახალ სამხედრო ავტომობილებს ათვალიერებდა. პუტინს თან ახლდა თავდაცვის სამინისტროს ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს უფროსი, გენერალი ალექსანდრ შევჩენკო.
ქარხნის თანამშრომლებმა მოგვიანებით განმარტეს, რომ კარი დაიბლოკა, რადგან მანქანის ძრავა გამორთული იყო.
კომენტარები