კორონავირუსის პანდემიის ფონზე უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სიკეთის კეთების მზაობა. ამჯერად სოციალურ ქსელში, ჯგუფში კორონავირუსი/Covid-19 ფორუმში ერთ-ერთი წევრი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ის წერს, რომ ფოტოზე, მის გვერდით მდგომი ბიჭი ღამით თავის მეგობართან ერთად გადის გარეთ და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზენფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდს ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს.
ამასთან, პოსტის ავტორიც გამოთქვამს ასეთი კეთილი ადამიანების დახმარების სურვილს.
ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
“ეს ის ბიჭია მეგობართან ერთად ღამით რომ გადის სახლიდან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზენფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდენ ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს ❤ მიხარია და მეამაყება რომ ესეთი ადამიანები არსებობენ! 🙏 შევეცადე მცირედით მაგრამ ჩემი წვლილიც შემეტანა ამ კეთილ საქმეში და სადეზინფექციო ხსნარები ვიყიდე და მივაწოდე 😊 ვინმემ თუ იცით კიდევ ესეთი კეთილი ადამიანები მაქვს სურვილი მცირედით მაგრამ ჩემი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად ❤ ასევე თუ იცით მრავალშვილიანი ოჯახი ან პენსიონერები რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ შემნილი რთული სიტუაციის გამო ეგეც გამაგებინეთ 2-3 ოჯახს შეძლებისდაგვარად მინდა მცირედით მაგრამ დავეხმარო ❤ ვისაც სურვილი გექნებათ თუ გინდათ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ოღონდ ჰიგიენურად და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ✅😁 უბრალოდ მინდა რომ როცა უკან მოვიხედავ ვიცოდე და ვგრძნობდე რომ შეძლებისდაგვარად რაღაცით მაინც დავეხმარე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს 🤗 მე დიდს ვერაფერს შევცვლი მაგრამ ვისაც ამის რესურსი და შესაძლებლობა გაქვთ ყველამ რო ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ რთულ ვითარებაში მემგონი რომ საბოლოო ჯამში მცირედი სულაც აღარ იქნება 😊 #სიკეთეგადამდებია #ძალაერთობაშია“-წერს ლაშა გოდერძიშვილი სოციალურ ქსელში.