“მიუხედავად იმისა, რომ კარანტინი მკაცრი ზომაა, აუცილებლად გამოცხადდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ ეპიდემოლოგები. ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის, ჩვენს ექიმებს პულსზე უჭირავთ ხელი” – ასე ეხმაურება პალამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე ქვეყანაში კორონავირუსთან შექმნილ ვითარებას. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თამჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში პრეკრიზისული ფაზა ორ კვირას გაგრძელდება, ამის შემდეგ კრიზისული ფაზისთვის უნდა მოვემზადოთ; შეიძლება გამკაცრდეს კონტროლი და რეგულაციები”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლადო კახაძის აზრით, ჯერ საერთო კარანტინის საჭიროება არ არის – “ჩვენს ექიმებს პულსზე უჭირავთ ხელი”.
“შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემვითარებისა და საზოგადოების ქცევაზე, რამდენად იცავენ რეკომენდაციებს რომელსაც ჩვენი ეპიდემიოლოგები გასცემენ. კარანტინი არის მკაცრი ზომა, მაგრამ გამოცხადდება იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ ეპიდემიოლოგები. მათ უნდა თქვან შექმნილი ვითარების შესახებ. კარანტინის გამოცხადება არ არის დამოკიდებული რაოდენობაზე, ანუ რა ნიშნულს მიაღწევს დაინფიცირებულთა რაოდენობა. მაგალითად, მარნეულში 4 შემთხვევის გამო მოხდა კარანტინის გამოცხადება. ჯერ ამის საჭირობა რომ სხვა რეგიონებშიც გამოცხადდეს კარანტინი, არ არის. ჩვენს ექიმებს პულსზე უჭირავთ ხელი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.
“პლუსებზე საუბარი არ მიყვარს და არც როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ვლაპარაკობ, მაგრამ საქართველოს აქვს დიდი წარმატება დაავადების შეკავების ფაზაში, მაგრამ ვირუსმა ნახტომი იცის. კორონავირუსი კი სულ უცნობი ვირუსია დედამიწაზე, ამიტომ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს. რა შეეხება სწრაფ ტესტებს, რა თქმა უნდა ტესტები ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მაგრამ მთავარი მაინც არის კლინიკა. კლინიკა თავს ვერ დამალავს. ტესტირების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ცდომილება. ამიტომ ყველასთან ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება”, – დასძენს ლადო კახაძემ.