დაჯგუფება „ილსამური სახელმწიფოს“ სამხედრო სარდლობის მეთაურად ტაჯიკეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური გულმუროდ ხალიმოვი დაინიშნა. ამის შესახებ ტელეარხი „Alsumaria“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე მეთაური აბუ უმარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი იყო. ბათირაშვილი კოალიციური ჯარების ავიადარტყმებს ემსხვერპლა.
წყაროს ინფორმაციითვე, ხალიმოვის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა იმ მოტივით, რომ დარტყმა მის მიმართაც განხორციელდება.
კომენტარები