ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის ულტიმატუმი ხელისუფლებას – თეატრთან შეკრებილებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის – ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. როგორც დოიაშვილმა განაცხადა, 20 იანვრამდე თუ არ შესრულდება მოთხოვნა, პასიური პროტესტიდან მოქმედებაზე გადავლენ.
„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის – ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე. ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე“, – განაცხადა დოიაშვილმა.