ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც და დათმობაც დღეს ჩვენ შეგვეძლო იმისთვის, რომ არ გამოგვეცხადებიანა საყოველთაო კარანტინი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები