ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, Washington Times-მა COVID19-ის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის მაგალითად საქართველო დასახელა. ამ საკითხზე გამოცემა ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
გამოცემა მიმოიხილავს საქართველოს COVID-19-თან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებს, სადაც არსებული სიტუაცია სრულიად განსხვავდება მსოფლიოს სხვა წერტილებთან შედარებით.
გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში მთავარი იყო სამთავრობო რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების მოქმედება და ქართველმა ხალხის დიდი პასუხისმგებლობისა და მოსმენის უნარი. „ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებელი მოქალაქეები და ამ ურთიერთგაგების წყალობით, წარმატებით შევძელით ვირუსზე რეაგირება,“-განაცხადა მან.
როგორც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს – „ჩვენი მთავარი მიზანია ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღე. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჩვენც ვცდილობთ ამ ორ პრიორიტეტს შორის ბალანსის დამყარებას“.
Washington Times წერს, რომ „შეიძლება, ჯანდაცვის ფრონტზე საქართველომ მართლაც მიაღწია მეტ წარმატებას, ვიდრე ბევრმა სხვა სახელმწიფომ, მაგრამ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით აქ კვლავ დიდ სიფრთხილეს იჩენენ.
აშშ-ის მთავრობის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებამ დააანონსა ადრეულ ეტაპზე ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც მოიცავს შემდეგს: ასობით მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარება ბიზნესებისთვის; რამდენიმე თვის განმავლობაში შეღავათები ქონების და საშემოსავლო გადასახადებზე; დღგ-ის დაბრუნება ბიზნესებისთვის ფულადი ნაკადის ხელშეწყობის მიზნით; საგანგებო ფონდები საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად; თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან (აშშ-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით), რომლებმაც კრიზისის პერიოდში გამოყვეს საგანგებო დაფინანსება საქართველოსთვის.
რაც შეეხება ქვეყნის ოფიციალურ ხელახლა გახსნას, ცქიტიშვილის თანახმად, აქ „სიფრთხილე“ წარმოადგენს მთავარ სიტყვას: „ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას ქვეყანაში, გვმართებს სიფრთხილე და არა აჩქარება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გახსნისთვის, როგორც კი ვირუსი უფრო კონტროლირებადი გახდება და რისკები შემცირდება,“- წერს გამოცემა Washington Times.
სტატია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://m.washingtontimes.com/news/2020/apr/22/coronavirus-success-story-the-nation-of-georgia/