მადლობა, ბიჭებო. თქვენ ამ რთულ დროში ძალიან ბევრს აკეთებთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეს დასაფასებელია, – ფეისბუქმომხმარებელი დეა ბროძელი პატრულს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
“ასეთი ამბავი შემემთხვა: ამ გადაადგილების შეზღუდვის გამო, ძალიან დამჭირდა რუსთაველიდან სანზონაში ჩემი 3 წლის შვილთან ერთად წასვლა. რა უნდა მექნა, აბა? დავურეკე პატრულს და ჩემი ისტორია მოვუყევი. ავუხსენი, რომ გამოუვალი მდგომარეობა მქონდა. ძალიან გულისხმიერად მომისმინეს და და დახმარებაც არ დააყოვნეს, დედოფალივით მიმაბრძანეს. ჩემი პატარაც პირველად იჯდა პოლიციის მანქანაში და ასე, ციმციმებით მივედით ადგილამდე.
მადლობა არაა საჭირო, ჩვენი ვალდებულებააო, მაგრამ აქ მაინც მინდა ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატო მთაწმინდის პატრულის ათმეთაურის შალვა მეგრელიშვილისა და ოფიცერ ზაურ გაბრიჭიძის მიმართ.
უდიდესი მადლობა, ბიჭებო. თქვენ ამ რთულ დროში ძალიან ბევრს აკეთებთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეს დასაფასებელია“, – წერს დეა ბროძელი.