ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ევროპარლამენტარ კეროლ კარსკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს, პროდასავლურ გზას მიჰყვეს და ამიტომ დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება.
“პროდასავლურ გზას რომ მივყვებით, ხედავენ ევროპაშიც და ამერიკაშიც. ამის შესახებ ყურადღებას ამახვილებს ევროპარლამენტარი პოლონეთიდან და მეტ დახმარებას ითხოვს საქართველოსათვის დასავლეთის მხრიდან.
ჩვენი შინაური ოპოზიცია, ”მაიტა ნასოსივით”, ძველ ამბავს “აწვება” და რამდენიმე წლის წინ შემუშავებულ, უკვე მოყირჭებულ “მესიჯ ბოქსს” იმეორებს ხელისუფლების “პრორუსულობის” შესახებ.
გარეულები აქებენ საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას, შეინაურები – ლანძღავენ.
მოკლეთ, ახლა “გარეულ მღვდელს შენდობა არ ექნება” ამ სტატიის ნახვის მერე!”, – წერს მჭედლიშვილი.
კომენტარები