ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის ასევე გადაზიდვებისთვის, ეს ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის და განხორციელებისთვის შესაძლებლობაც გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომენტარები