მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია „წარმატებული სასწავლო პრაქტიკა, მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების განვითარებისთვის“ გახსნა.
ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ინიციატივითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპული სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა 30-მდე მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან. მომხსენებელთა თემატიკა ძირითადად ეხებოდა გამჭოლი კომპეტენციების მნიშვნელობას სწავლების პროცესში და წიგნიერების უნარ-ჩვეების განვითარებას მოსწავლეებში.
კომენტარები