ჟურნალისტი ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი პოსტს ავრცელებს:
“ირაკლი კობახიძე უკვე დაინიშნა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსად ….
ველოდებით არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას და კამპანიის დაწყებას!
ხომ ნახევრად მკვდარი ქალი ვარ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, ყველას მივუკაკუნებ ხან სოც ქსელით, ხან პირდაპირი კონტაქტით, ყველას კართან ჩამოვჯდები და ვეტყვი_არ ქნა, ქართველო, არ დაუშვა საშვილიშვილო შეცდომა, არ მისცე ხმა უღმერთო, უეროვნებო, ურწმუნო, ადამიანობის უგულვებელმყოფელ, შენი პატრიარქის შემაგინებელ, შენი ეკლესიის დამანგრეველ არაადამიანთა ხროვას და მათ სარჩულზე შიგნიდან და გარედან გამოკერებულ პოლიტიკურ პარაზიტებს.
რამდენჯერ გაგიყიდეს ქვეყანა და მის ტერიტორიებში აღებული ფული ჯიბეში ჩაიჩხრიალეს..
რამდენჯერ დაგიხოცეს საჯიშე ქართველები..
რამდენჯერ გიწამეს უღმერთოდ შვილები და შვილიშვილები…
რამდენჯერ წაგართვეს… რამდენჯერ დაგაყაჩაღეს…
რამდენჯერ გაგაღატაკეს…
რამდენჯერ მამა_პაპეული სახლები თვალწინ გაგიყიდეს…
რამდენჯრრ ქუჩაში ჩექმებით გადაგიარეს…
რამდენჯერ მოგწამლეს..
რამდენჯერ მიგიყვანეს სუიციდამდე…
დროა, დამთავრდეს სატანა შევარდნაძის მიერ შექმნილი “მოქკავშირის” ბატონობა და ბოგინი ჩვენ ულამაზეს ქვეყანაში..
დავუჩოქებ და ისე შევთხოვ თითოეულ ქართველს_
არ ქნა, ქართველო, სული არ მიჰყიდო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი სულიერების, ჩვენი ადამიანობის წამრთმევთ და გამრყვნელთ!
მწამს, კიდევ ერთხელ დამაჯილდოვებს ღმერთი ამ ფურუნკულთა წინააღმდეგ საბრძოლო ძალით და ენერგიით!“, – წერს ნინო ქინქლაძე- ჭიღიტაშვილი.