ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მდივნის რაიან მაკკარტის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოში ამერიკელი სამხედროების ყოფნას პოზიტიურად აფასებს.
ნიკოლეიშვილის თქმით, არ წყდება შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებები.
„არ წყდება ამერიკის შეერთენული შტატების ოფიციალური პირების მხარდამჭერი განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში: ჯერ იყო და შეიარაღებული ძალების მდივანმა გამოუცხადა სრული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის სისტემასა და მათთან ამირეკელთა განსაკუთრებულ ურთიერთობას, ელჩი კელი დეგნანი კი ლამის ყოველდღე აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის წარმატებებს სხვადასხვა სფეროში. ამ ყველაფრის ფონზე კი სერიოზულად მიჩნდება ერთი კითხვა მავნებელ ოპოზიციიასთან, საქართველო გაქრა საერთაშორისო რადარებიდან თუ თქვენ ქრებით პოლიტიკური ორბიტიდან“,– წერს ლევან ნიკოლეიშვილი.