“ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის FACEBOOK პოსტს ეხმაურება:
“ეს ნახეთ რა დღეშია? კომენტარები გახსენი ქვეშეფსია და ნახავ ხალხის აზრს! არ ვიცოდე მაინც შენი ქარაფშუტა “გრეხები” ეს მართლა რუსეთის აგენტი. ერის სირცხვილი ფუუ შენი ბინძური …..
შენს შვილს ან ოჯახს, ვინმე ეხება?
კაცობაზე ლაპარაკობ?
პოლიტიკაში შვილებზე გადადიხარ?
შენი კურდღელი ….. მე! კალამი ვერ გამოგდღლიზა ახალაიამ იმდენი წერე და თუ ვინმე გვერდით გედგა ყველანი დააჭერინე ქალაჩუნა”, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.
ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბერა ივანიშვილის მისამართით FACEBOOK-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ის იმ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც რეპერი შვიდ ენაზე საუბრობს.
“ჟე სვი ჩარლი, ან შანტეე, ეგალიტეე, დეგააჟ.
მე ვარ ქართველი – მაშასადამე მე ვარ ევროპელი – “ნე ს სლავიანსკიმი კარნიამი პა მატერინსკოი ლინიი – კაკ ტი”.
ვეტყოდი მამაშენს მისთვის გასაგებ ენაზე რაც შარშან ვუთხარი კობა კოშაძე რომ დააჭერინა, მაგრამ ვალდებულება ავიღე ქვეყნის წინაშე, რომ ვიყო კონსტრუქციული, მშვიდი და პასუხისმგებლიანი.
წადით შვილო, რა გინდათ, რას გვემართლებით, რა დაგიშავეთ? ხალხი შიმშილობს და თქვენ დაგვცინიხართ. ან ჯარში წადით ან დასასვენებლად წადით ან სხვაგან წადით, დაიღალა ქვეყანა მამაშენით. მე რომ დავღალე ქვეყანა 2006-ში, ჩემით წავედი.
წადით…”, – წერს ოქრუაშვილი.