“პატრიოტთა ალიანსი”-ს ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“თან, ე.წ. ექსპერტები არიან, თან, არც ერთი მათგანის “პროგნოზი” შეხებაშიც არაა ანალიზთან, თან, პოლიტიკური ამბიციები აქვთ, რასაც ე.წ. ექსპერტის ფუნქციის ქვეშ ფარავენ (და ვერც ფარავენ) და საბოლოო ჯამში, ვუსმენთ ამბიციებით გაჟღენთილ მოყვარულებს.
ამ ე.წ. ექსპერტების სრული უმრავლესობა სხვადასხვა პარტიის რუპორია და არა დამოუკიდებელი მოაზროვნე, რომლის სიტყვასაც შეიძლება წონა და სანდოობა ჰქონდეს. მათ მოწონთ, როცა პარტიების უსუსურობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავად პარტიის კი არა, მისი ერთი რეგიონული ორგანიზაციის ფორმირების უნარიც არ გააჩნიათ. ყველაფერს აკრიტიკებენ, მაგრამ იმას არ აღიარებენ, რომ საქართველოში ე.წ. პოლიტოლოგია და ე.წ. ექსპერტული კლასი სერიოზულ კრიზისშია, რეალურად არ არსებობს, ჰაერია.
ეჰ, თქვენი “ანალიზი”არ გაიშვა და თქვენი დათვლილი პროცენტები”, – წერს ირმა ინაშვილი.