“ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება:
“ადეიშვილს უთქვამს ერთხელ მოსწრებულად, მიშა სააკაშვილი ის კაცია, ქორწილში სიძედ ყოფნა რომ უნდა და პანაშვიდზე – მიცვალებულადო. მაგრამ ადეიშვილის ფანტაზიაც არ ეყო იმ რეკორდს, რაც მიშამ მოხსნა – გუშინ მან საკუთარი პანაშვიდიდან წაიყვანა რეპორტაჟი:
„დღეს ბევრი სევდიანი კომენტარი იყო საქართველოს შესახებ ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი უბრალოდ დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა, მათ ვუთხრა: თავი ზემოთ!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
კომენტარები