დაჭრილი მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი, რომელსაც კავკასიის მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკიდან სახლში გაწერეს.
სპორტსმენს ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. უახლოეს მომავალში იგეგმება მორაგბის დაკითხვაც.
დაჭრილმა მორაგბემ ჩვენთან („პრაიმტაიმი“) პირველი კომენტარი გააკეთა.
„კარგად ვარ, ოპერაციამ მარტივად ჩაიარა, ტყვია ამომიღეს და ძვალი არ არის დაზიანებული”-განაცხადა მან.
რამაზ ხარაზიშვილი საღამოს განცხადებას გაავრცელებს.
შეგახსენებთ, ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში დაჭრეს.
ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ინციდენტი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. “პრაიმტაიმის”ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება. კერძოდ, რაგბის კავშირში თათბირზე შესვლისას მერაბ ბესელიამ ხარაზიშვილს ჰკითხა, რაზე ისაუბრეს მორაგბეებმა პრემიერმა. რაზეც ხარაზიშვილმა უთხრა, რომ დალიდებოდა და თათბირის შემდეგ უპასუხებდა. რის შემდეგაც ბესელიამ იარაღი ამოიღო და მორაგბეს ორჯერ ესროლა.
წყარო: „პრაიმტაიმი“