პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა, იმ ვიდეოფაილებზეც ისაუბრა, რომელიც youtube-დან, თამარ ბაჩალიაშილის პირადი გვერდიდან ამოიღეს.
“რუსთავი 2- ის” შეკითხვაზე ვიდეოფაილებთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ვიდეოში ნამდვილად არის საუბარი ტყეში სუიციდთან დაკავშირებით:
“საქმეში ნამდვილად მოიპოვება ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია ნამდვილად. ვადასტურებთ, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ვიდეო ასახავს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
კითხვაზე- მოხდება თუ არა ამ ვიდეოების გასაჯაროება, პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმის გათვალისწინებით, რომ არ დაზიანდეს არც გამოძიების და არც სხვა პირების ინტერესი.