ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვს მიმართავს.
“ჩვენმა ერთ-ერთმა ცნობილმა, აქაურმა მედიკოსმა ამერიკის პრეზიდენტისა და მის მეუღლის კორონავირუსით დაინფიცირებაზე აი, ეს სტატუსი დაწერა. მის ვინაობას ჩემ კედელზე შეგნებულად არ გავამჟღავნებ. თუმცა, საჯაროდ შევუთვლი შემდეგს: მიხედე რა შენ საქმეს (ეჭვი არ გვეპარება სპეციალობაში) და შენი პოლიტიკური გემოვნება დააფიქსირე კერძო საუბრებში. მედიკოსი ხარ და პაციენტზე ასე არ წერენ, თანაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მეთაურზე. დამალე საკუთარი პოლიტიკური სიბეცე, სირცხვილია, ყმაწვილო! თავში ნუ აგივარდება იმით, რომ მედია დიდ ყურადღებას გაქცევს!”
კომენტარები