მარნეულში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს. ის დღეს განყოფილებაში იყო დაბარებული.
განყოფილებაში შესვლამდე ქველაძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ. მისი ადვოკატი დაკითხვაზე შესვლამდე მიიჩნევდა, რომ ქველაძეს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებდნენ, თუმცა ის დააკავეს.
ინცინდენტის პროვოცირებაში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს.
ამ დროისთვის პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს მარნეულის დაპირისპირებაში მონაწილე “ქართული ოცნების” 2 აქტივისტი. გამოძიება ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები