საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ამის შესახებ „ფორტუნას“ ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბასილაშვილის დაცვის მხარე ყველანაირად ცდილბს, საზოგადოებას საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი შეაცოდოს.
სასამართლო პროცესის წინ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ბასილაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა დაამტვრია ბასილაშვილის ჯილდოები. თქვენ საპასუხოდ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ეს არასწორია. რამდენად ფიქრობთ, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თქვენ გაიმარჯვებთ – 20 ოქტომბრის მოლოდინები როგორია?
ყველა ბრალდებას, რომელსაც მედიის საშუალებით საზოგადოებას აწვდიდნენ, პასუხი გავეცით. მათ შეეძლოთ, თუ სიმართლეს შეესაბამება დაზიანების ფაქტები, მიემართათ პოლიციისთვის და გამოძიება დაეწყოთ. მეტიც. ჩვენს ფეისბუქგვერდზე დევს მასალა, სადაც ყველა მისი ჯილდო ვიდეომასალაზეა ასახული. ჩვენ შევთავაზეთ მათი წაღება, თუმცა დღემდე არ წაუღიათ. ამ ყველაფრის მიზანი ერთადერთია, რომ ტყუილი გაავრცელონ და ამით ქალის დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც საბედნიეროდ არ გამოსდით.
რაც შეეხება მოლოდინს, მოლოდინი გვაქვს, რა თქმა უნდა, იმის, რომ დადასტურდება ძალადობის ფაქტები. სასამართლო პროცესი იწყება 20 ოქტომბერს და ამ დღეს არაფერი მთავრდება. 20-ში პირველი სხდომაა წინასასამართლო და ყველანი ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ცხადია, ჩვენ გვჯერა, რომ დანაშაული მოხდა და გამოძიებას მაქსიმალურად ვთანამშრომლებით. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასამართლოს.
რამდენჯერმე რატომ გადაიდო სასამართლო პროცესი?გაგრძელება