მიუხედავად იმისა, რომ ორი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არ გამორიცხავს იმ მოცემულობას, რომ გამოძიება ვალდებულია გადაამოწმოს სხვადასხვა გარემოება, – ამის შესახებ საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოძიებამ არაერთ საარქივო დაწესებულებას, მიმართა თხოვნით, რომ მოეძიებინათ კარტოგრაფიული მასალა.
„ცნობილია, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩვენ არაერთ საარქივო დაწესებულებას, საქართველოს ტერიტორიაზე, მივმართეთ თხოვნით, რომ მოგვეძიებინა ის კარტოგრაფიული მასალა, რაც უკავშირდებოდა გამოსახულების შემთხვევას. ჩვენ მიერ ერთ-ერთ არქივში აღმოჩენილ იქნა ალბომი, რომელსაც თან პირველ ფურცლად ახლავს აღწერა, რომელშიც მითითებულია, რომ მის კონკრეტულ გვერდზე უნდა იყოს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა მასშტაბით ერთი 200 ათასი. როდესაც ამ კონკრეტულ გვერდზე გადაშლით, ეს რუკა ამ ალბომიდან ამოხეულია. ეს გარკვეულ წილად აჩენს კითხვებს იმის თაობაზე, რომ გარკვეულ პირთა წრე დაინტერესებული იყო, რომ რუკები საქართველოს ტერიტორიაზე არ მოძიებულიყო და არ აღმოჩენილიყო. ამ ეტაპზე გაგვიჭირდება კონკრეტული პირების ბრალეულობაზე საუბარი, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება და შესაბამისი სტანდარტის შექმნისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოება აუცილებლად იქნება ინფორმირებული“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.