საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კახი კალაძის ყოფილი მოადგილის, სოფიო ხუნწარიას გუშინდელ სტატუსს ეხმაურება, რომელიც მან აფრიკაში მიმდინარე მოვლენებზე დაწერა.
“იშვიათად ვეხები კოლეგებს, მაგრამ სოფიო ხუნწარია, შენ ხარ, ერთი დაბალი დონის, ყოფილი ჩინოვნიკი და მამალი ნაცი, თან არამზადა…
არ გიტყდება მაინც, ქალაქის მერის მოადგილედ რომ მუშაობდი და ერთი თვის წასულიც, რომ არ ხარ და პირი “30 ვერცხლით” რომ გაქვს უკვე გამოტენილი?!… მართალია, შენ კი წადი, მაგრამ შენზე მამალი ნაცები, სისინა გველები, ისევ სისტემაში ჰყავს კახა კალაძეს და იმედია, მერიაში ვინმე ჭკვიანს, მოაფიქრდება ალბათ, გოგირდი დაწვას და გველები განდევნოს მერიიდან….
გუშინ გაიგე და არ იცოდი, რომ აფრიკაში და სხვაგანაც, უამრავი თვალცრემლიანი, მშიერი ბავშვია, არა მარტო აფრიკაში, თბილისსა, თუ საქართველოს სხვა ქალაქებში, არამედ მთელს მსოფლიოში???.. ეს სოციალური პრობლემა, იყო, არის და იქნება, მანამ, სანამ სიცოცხლე იარსებებს დედამიწაზე… რა ახალი ამბავი გაიგე ახლა გუშინ? უბრალოდ, საზოგადოება დაუპირისპირე ყოფილ შეფს და გაამწვავე მდგომარეობა… იმიტომ რომ ცუდი ადამიანი ხარ, დაბალი დონე ხარ, გაიგე სოფიო??…
ისე, პირდაპირ გეტყვი…ჯერ შენი მანდ მომყვანისა და მერე მაქედან, შენი ასე ლაითად გამშვების დედაც რა … არ ვიკადრებ და არ ვიტყვი, არაპროფესიონალი ხარ და საქმე არ იცითქო, არ ვიქნები მართალი და სამართლიანი, მაგრამ ცუდი ადამიანი, ნამდვილად რომ ხარ და ჭკვიანი რომ არ ხარ, ესეც ხომ ცხადზე ცხადია…
იცით რა არის მთავარი, ღირსება არ უნდა დაკარგო სოფო გენაცვალე, თორემ სადაც არ მიმუშავია, ვერავინ იტყვის, სამსახურის ინფორმაციები, ოდესმე დასაწერად გამოიტანა ლიპარტელიანმაო. არქიტექტურის სამსახურის პიარის უფროსი ვიყავი 5 წელი და ზღვა ინფორმაცია იყო, საჯარო მოხელეების მიწათმფლობელობის შესახებ, მაგრამ არ მახსოვს, სამსახურის ინფორმაციები გასაჯაროვებულიყო და ამის ხელშემწყობი, მე გამხდარვიყავი მედიაში, მითუმეტეს, აქტიური და მოქმედი ჟურნალისტი ვიყავი და ყველაზე მაგარ გაზეთში “ალიაში” ვმუშაობდი. სწორედ, ჩემი პრინციპული ხასიათის გამო, 7 წელი სახლში ვიყავი უმოქმედოდ გამოკეტილი, მაგრამ არ მომკვდარვარ და გადავრჩი, მიშა სანაგვეზეა ახლა და მე კი ვტკბები, გიჟად და მასხარად ქცეული, ჯალათის დაცემის ცქერით 🥰.
ასეთი სიმდაბლე, ასეთი სულით დაცემა და ფორთხვა, ნამდვილად არ გეკადრებათ, სირცხვილი შენ და შენს მრევლს, სიძულვილის სტატუსებით რომ თავს იწონებდნენ.
პ.ს. მეძუძურ ქალებს, წუხელ ძუძუში რძე გაუშრათ, იმდენი ლანძღეს კახა კალაძე და მისი შვილები… რა გჭირთ ხალხნო, შვილებს როგორ ეფერებით, ასეთი აქაფებული პირით, გადავირიე… ფსიქოლოგია წაიკითხეთ და დაინდეთ ბავშვები, ჩვენც…” წერს ლიპარტელიანი.
ამ ბიჭს დიდი თვალები აქვს, როგორც შიშს. ხელში ჯოხი ისე უჭირავს, მთელი მისი ბრაზი მასზე გადააქვს. არც ის ვიცი ეკუთვნოდა…
Posted by Sophio Khuntsaria on სამშაბათი, 15 დეკემბერი, 2020