მან ოპოზიცის რეალური ზრახვები და მიზნები გუშინ გათქვა და ეს ძალიან კარგია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას განუცხადა.
„არ ვიცი, წამოსცდა თუ რა მოუვიდა, მაგრამ გუშინ ზურა ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა, ჩვენ ამას დიდი ხანია ვლაპარაკობთ, მათი ბოიკოტი დაიწყო თუ არა, იმის შემდეგ ვამბობთ, რომ მათი თვითმიზანი არის განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია, რომ არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ შეთანხმდეს არანაირი წესი, არ შედგეს შეთანხმება. ზურა ჯაფარიძემ ეს ყველაფერი თავისი პირით თქვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა, არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.