ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ გარკვეულ ფარულ ჩანაფიქრებთან გვქონდა საქმე, რამაც დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დღეს არსებული ვნებათაღელვა და აჟიოტაში მოიტანა, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ სამხედრო ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1938 წლის რუკის ხარვეზთან დაკავშირებით არგუმენტი არ არსებობს და ვერც იარსებებს. იგი მიიჩნევს, რომ მანამდე მოხდა ქვეყნის ღალატის დაფარვა და საკმაოდ დიდი ნაწილის მეზობელი ქვეყნისთვის გადაცემა.
მისივე განცხადებით, ქვეყნის ინტერესების ვერ და არ დაცვა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული.
„კომისიაში ექსპერტებად იყო წარმოდგენილი ადამიანთა გარკვეული კატეგორიაა, მათ შორის ერთმა საქართველოს სახელმწიფო ენა არ იცოდა და სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ მუშაობდა ის ექსპერტად; რა კონსულტაციებს გადიოდა არამშობლიურ, არასახელმწიფოებრივ ენაზე, როდესაც მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობდა.
ასევე, ჩვენ ვიხილეთ პიროვნება, რომელსაც არ გააჩნდა ყველაზე მთავარი, რომელიც აუცილებელი პირობა გახლავთ ასეთ კომისიებში მუშაობის დროს, სახელმწიფოებრივი ინტერესები და ხედვა საკითხთან მიმართებაში.
როგორც გაირკვა, თავიდანვე, მოლაპარაკის პროცესში რუკებთან მიმართებაში იყო გარკვეული გაუგებრობა და ამ გაუგებრობით მოხდა სერიოზული სარგებლობა იმისთვის, რომ სხვა ქვეყანას უპირატესობა ჰქონოდა და არა ჩვენს სახელმწიფოს. ესაა მთავარი დანაშაული, რაც იკვეთება“, – დასძინა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თმით, პროკურატურა და სასამართლო დაადგენს, თუ რამდენად იკვეთებოდა სხვა მაღალჩინოსანების როლი დავით გარეჯის საქმეში; რამდენად იყვნენ ისინი ჩართული და რამდენად აძლევდნენ ბრალდებულებს ზემოთ აღნიშნული კუთხით გარკვეულ შეკვეთას.