პოლიტიკურ პარტიას მუდმივად სჭირდება განახლება. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოში“ მსჯელობენ, თუ რა სახის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში, როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პიროვნული გადაწყვეტილებების თაობაზე.
„პოლიტიკურ პარტიას მუდმივად სჭირდება განახლება. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოში“ მსჯელობენ იმაზე, თუ რა სახის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში, როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა ჯერ მიმდინარეობას, ამიტომ ახლა ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური, ან საკადრო ცვლილების შესახებ. კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პიროვნული გადაწყვეტილებების თაობაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.