Politico-ს ინფორმაციით, თეთრი სახლი დიზელის საწვავის ექსპორტზე 90-დღიანი ემბარგოს დაწესებას განიხილავს. გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ამერიკის შიდა ბაზარზე საწვავზე რეკორდულად გაზრდილი ფასების შემცირება და დეფიციტის თავიდან აცილებაა.
გამოცემის ცნობით, გლობალური საწვავის კრიზისი და მიწოდების ჯაჭვის რღვევა ორმა ძირითადმა სამხედრო-პოლიტიკურმა ფაქტორმა გამოიწვია: ირანში ამერიკის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის ინტენსიურმა იერიშებმა.
დღეისათვის აშშ-ში დიზელის საშუალო ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გალონზე 6 დოლარი და 52 ცენტი შეადგინა.
კომენტარები
