კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას თუ ვინმე ეცდება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქე არის თანასწორი და არავის არ შეიძლება ჰქონდეს ინდულგენცია, არის ის პოლიტიკასა თუ საჯარო სექტორში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამიტომ, კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება. თუ ვინმე ეცდება კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციასა და კანონში წერია, რა პასუხი შეიძლება გაეცეს მას სამართლებრივად, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომენტარები