მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში, – ასე პასუხობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კითხვას, თუ „ვინ არის პოლიტიკური ბაცილა“.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის გზად მხოლოდ რევოლუცია მიაჩნია.
„რომელ პოლიტიკასა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი? ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკოსებმა არჩევნების შემდეგ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რაიმე პრობლემის გარშემო საკითხი ერთხლაც არ დასვეს. ძირითადად ლაპარაკია, როგორ აირიდონ თავიდან პასუხისმგებლობა და საუბარი აქვთ იმაზე, რამდენ პროცენტიანი უნდა იყოს ბარიერი, რომ თვითონ კომფორტულად მოხვდნენ პარლამენტში. იცით, ვინ არის პოლიტიკური ბაცილა? ის, ვინც მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.