სერგი კაპანაძის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მან განმარტა, რას ითვალისწინებს პარტიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები.
„არ არის სიმართლესთან ახლოს, რომ პარტიიდან მივდივარ. სტრუქტურული ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პარტიის ხელმძღვანელობასთან, სტრუქტურასთან და შიგნით სხვადასხვა განაწილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაპანაძემ.
კითხვას „ტოვებს თუ არა პარტიას დავით ბაქრაძე“, კაპანაძე ასე პასუხობს: „კონკრეტულ საკითხებზე გეტყვით მაშინ როცა გადაწყვეტილება მიიღება“.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.
კომენტარები