პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყანაში, კლასიკური გაგებით, პოლიტიკური კრიზისი არ არის და კრიზისი საბედნიეროდ, “შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა“. მან ამის შესახებ “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“კლასიკური გაგებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის. ჩემი აზრით, კრიზისი, საბედნიეროდ, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა. თორემ, კრიზისი კლასიკური გაგებით რომ გვქონდეს, მაშინ პარლამენტი ვერ იფუნქციონირებდა და ძალიან ცუდი მდგომარეობა გვექნებოდა, რისი სურვილიც ჰქონდა ოპოზიციას და საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები