ჰაიტიზე ქარიშხალ “მეტიუს” შედეგად 900-მდე ადამიანია დაღუპული. ათასობით ჰაიტელი კი უსახლკაროდ არის დარჩენილი.
დასავლური პრესის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას ვარაუდობს, რადგან სტიქიით დაზარალებულ ბევრ რეგიონში მაშველები ჩასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ქარიშხლის შედეგად ჰაიტიზე ათი ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. საგანგებო დახმარება დაახლოებით 350 ათას ადამიანს სჭირდება.
მედიკოსები ქოლერის ეპიდემიის დაწყებას არ გამორიცხავენ.
ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ 6,9 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
კომენტარები