ქაბულში შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც პოლიციელის ფორმა ეცვა, ტაძრის შესასვლელთან ლოცვის დროს გახსნა ცეცხლი. სროლას აფეთქებაც მოჰყვა. ადგილზე 14 ადამიანი დაიღუპა.
მძიმედ დაიჭრა 40-ზე მეტი მოქალაქე. ქაბულში სახის მეჩეთი ყველაზე დიდი შიიტური სალოცავია, თავდასხმა კი მუსლიმთა დღესასწაულის აშურას დაწყებას დაემთხვა.
კომენტარები