კარინა გრიგორიანი, რომლის შვილი თვეებია ლეიკემიას ებრძვის, სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დახმარებაზე უარი უთხრა.
“იმ დღიდან როდესაც უარი მითხარი დახმარებაზე ჩავთავლე რომ შენი ვალი მქონდა, რომელსაც უკან გიბრუნებ. უბრალოდ დღემდე ვერ ვხვდები ჩემმა შვილმა რა დაგიშავა. მიზეზი ალბათ, ის იყო მე რომ შენი პოლიტიკაში წასვლა “გამიტყდა” და ეს ხმამაღლა დავაფიქსირე.
დღესაც ვფიქრობ რომ პოლიტიკაზე მაღლა დგახარ და იდექი. როდესაც ძალიან მიჭირდა მითხარი “ისინი დაგეხმარონ”-ო ალბათ კეთილი ადამიანები იგულისხმე, რომლებიც დამეხმარნენ…
უბრალოდ ერთს გთხოვ, აღარასოდეს აღარ დაყო ბავშვები “პრიორიტეტებად” ყველას თანაბრად სწყურია სიცოცხლე. მართლა მაგარ საქმეს აკეთებ გააგრძელე. საშინლად აღელვებული ვარ. დღეს მძიმე დღე მაქვს. სადაც აქამდე არ გამწირა ღმერთმა იმედია აწიც არ გამწირავს…” – წერს გრიგორიანი.
აღნიშნულ პოსტს თავად ტელეწამყვანმა უპასუხა და გრიგორიანთან მიმოწერაც გამოაქვეყნა.
“ეს არის უარი? უბრალოდ, გითხარი რომ ცოცხალი რიგი იყო და სამ თვეში შენს გვერდით ვიქნებოდი! რა პოლიტიკა? რა წასვლა! როგორ შეიძლება პოლიტიკა ახსენო ასეთ თემებში! ყველას ვეუბნებით რომ რიგია და ესმით, ერთადერთი იყავი რომელმაც ეს ვერ გაიგე და თუ პოლიტიკაზე მიდგება საქმე, იცოდე ქართული ოცნების წარმომადგენლის შვილს დავეხმარეთ ერთხელ იმიტომ რომ ჩვენთვის პოლიტიკა არ არსებობს იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლეა გადასარჩენი! და ყოველ მარათონზე სოლიდარობის ფონდს საჯარო მადლობებს ვუხდით იმიტომ რომ პოლიტიკა არ არსებობს ზუსტად!” – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.