პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მეუღლე მაკა ხოდელი, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.
„ჩემი სტუდენტობის პერიოდში მამაჩემის – ამირან ხოდელის მიერ შეძენილი და აშენებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად საკუთარ სოფელში, ასევე, საოკუპაციო ხაზთან წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას – ფინანსურად საკმაოდ სარისკო, მაგრამ ნამდვილად საამაყო და საქვეყნო საქმეს ცოტა ხნის წინ „ფორმულამ“ უწოდა „ოხანაშვილის ოკუპაცია“. დღეს უკვე “მთავარმა არხმა” ჩემი მეუღლის – ანრი ოხანაშვილის სადეპუტატო საქმიანობის “კომპრომატად” წარუდგინა მაყურებელს.
ყველა არ იცნობს მამაჩემს და მიზანიც ესაა, დააკავშირონ მისი ათეული წლების განმავლობაში წარმატებული საქმიანობა ანრისთან ისე, რომ არ მოიძიონ, არ გაარკვიონ, არ ახსნან!!! არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად!!! ასეთი მიზანმიმართული ნეგატიური კამპანიის შედეგი იყო რამდენიმე წლის წინ ბაკურიანში ჩვენი 3 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავდასხმის მცდელობა და შემდეგ მისი ავტორის „მსხვერპლის როლში“ ტვ პირველის ეთერში მიწვევა…კმარა სიყალბე და აგრესია!!! მთავარი არხი • Mtavari Arkhi, Formula • ფორმულა“, – წერს მაკა ხოდელი.