„ფორმულა“, „მთავარი“, „ტვ პირველი“, – ამ ე.წ. ტელევიზიების მიზანი და დანიშნულებაა საზოგადოებაში პანიკის და შიშის დათესვა, დეზინფორმაცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დისკრედიტაცია, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.
„ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა მათგანი ერთპარტიულ ოპოზიციას, უფრო სწორად კი ბელად სააკაშვილის ერთგულ სამსახურში არიან ჩამდგარი. დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, საქვეყნოდ ცნობილია თავისი პროფესიონალიზმით და რაც მთავარია თავისი პატიოსნებით. პარტტელევიზიების მასზე და მის ოჯახზე იერიშიც სწორედ ამიტომაცაა გამიზნული, რათა რეპუტაცია შეულახონ სწორედ ასეთ ადამიანებს.
საინტერესოა, რომ ბატონი ოხანაშვილი მათ მიმართავს, რომ ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში მზად არის მანდატი დატოვოს!.. მაგრამ ვერ და არ დამტკიცების შემთხვევაში და ხდება? ისე ისევ, ვისაც უნდა გასვრან და გალანძღავენ პარტტელევიზიები? და პასუხს ვინ აგებს? იქნებ დროა საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცეს ისეთი საკითხი, როგორიც ცილისწამებაა? მგონი დროცაა და აუცილებელიც!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი რამდენიმე არხზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ტვ ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიზანია, ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება, თუმცა, ყოველ ჯერზე ვამხელ სიყალბეში“.