სამხრეთ კორეულმა კომპანია „სამსუნგმა“, რომელმაც ახალი სმარტფონის, Galaxy Note 7-ის გამოშვება შეწყვიტა მისი აალების გამო, იუწყება, რომ მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში მოგება 3 მილიარდი დოლარით შემცირდება. ბოლო მონაცემებით, მესამე კვარტალში კომპანიის მოგება 2 მილიარდით შემცირდა.
მანამდე „სამსუნგმა“ განაცხადა, რომ Galaxy Note 7-ის გაყიდვას წყვეტს, ხოლო შემდეგ მისი გამოშვებაც შეაჩერა. ამასთანავე „სამსუნგის“ აქციების ფასი 8%-ით დაეცა.
კომენტარები