რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთში ჩავიდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობს.
სომხეთის ქალაქში მიმდინარე სამიტში, ვლადიმერ პუტინთან და სერჟ სარგსიანთან ერთად, მონაწილეობენ ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები. ნურსულთან ნაზარბაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყაზახეთს სამიტზე პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს.
სომხეთის დედაქალაქში შეხვედრების შემდეგ ვლადიმერ პუტინი ინდოეთში გაემგზავრება, სადაც გოაში პრემიერ-მინისტრთან ნარენდ მ ოდისთან გამართავს მოლაპარაკებებს და “ბრიქსის” სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
კომენტარები