მარტა კოსის მიმართ კითხვა სწორად იყო დასმული, რომელსაც არ უპასუხა. მას ჰკითხეს, რომ ამერიკელებმა საქართველოსთან ლაპარაკი დაიწყეს და ამას ჩვენ რატომ არ ვაკეთებთო. არგუმენტირებული პასუხი რომ არ ჰქონდა, დემაგოგია დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მარტა კოსი რომ იტყვის, ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა გააუქმეთო, ვუპასუხებთ, რომ კანონმდებლობა ოპოზიციის ნაბიჯებს მოჰყვა მას შემდეგ, რაც ფონდებმა რევოლუციების დაფინანსება დაიწყეს.პოლიტიკა
მარტა კოსის მიმართ კითხვა სწორად იყო დასმული, რომელსაც არ უპასუხა. რა უნდა უპასუხოს, უკანონოდ ვაპირებ საქართველოში ფულის შეტანასო? ამ ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. როცა გინდა, ვინმესთან საქმე გაარკვიო, მას უნდა დაელაპარაკო. მას ჰკითხეს, რომ ამერიკელებმა საქართველოსთან ლაპარაკი დაიწყეს და ამას ჩვენ რატომ არ ვაკეთებთო. მარტა კოსის არგუმენტირებული პასუხი რომ არ ჰქონდა, დემაგოგია დაიწყო. ქვეყანას ადამიანის უფლებებზე რომ ედავება, საქართველოს დელეგაცია რომ მოამზადებს და ბრიუსელში მიდის, რა უნდა გააკეთონ? უნდა დასხდნენ და თქვან, რომ ამ საკითხებში საქართველოს პასუხები არ აკმაყოფილებთ. შეხვედრა საერთოდ ჩაშალეს. ეს კონსტრუქციულობისკენ გადადგმული ნაბიჯია? კითხვა სწორად დასვეს, მაგრამ მარტა კოსმა არაადეკვატურად უპასუხა. არგუმენტები არ აქვთ. მარტა კოსი რომ იტყვის, ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა გააუქმეო, ვუპასუხებთ, რომ კანონმდებლობა ოპოზიციის ნაბიჯებს მოჰყვა მას შემდეგ, რაც ფონდებმა რევოლუციების დაფინანსება დაიწყეს. მტკიცებულებები მოვიპოვეთ, რომ აქ რევოლუციის მოსაწყობად ევროკავშირის ფული იხარჯებოდა. მაშინ თქვეს, რომ ეს ტყუილია, მაგრამ ეს ფონდები ამერიკელებმა გააუქმეს და თქვეს, რომ ეს ფონდები უცხოეთში გადატრიალებებს აწყობდნენო“, – განაცხადა თენგზის შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერესისმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს დაუსვა კითხვა იმის შესახებ, რომ „რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეწვია საქართველოს, შემდეგ კი მდივანმა რუბიომ პირდაპირ დაურეკა პრემიერ-მინისტრს. თუ ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ რატომ ვერ ვაკეთებთ? გვჭირდება საქართველო, გვჭირდება სომხეთი, გვჭირდება აზერბაიჯანი. რა არის თქვენი გეგმა მათ შესანარჩუნებლად?“.
საპასუხოდ მარტა კოსმა განაცხადა: „სომხეთთან როდესაც ვმუშაობთ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ. ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც“. მისივე თქმით, „საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პოლიტიკურ გამოხატვაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს სულ უფრო აშორებს ევროპული მომავალისგან, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას სურს. ჩვენი მიზანია, საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ და ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ“.
