ავსტრალიის პოლიციამ 1,2, ტონა ექსტაზის პარტია დააკავა. ექსტაზის 1,2 მილიონი ტაბლეტი ალუმინის ტვირთში იყო შენახული, რომელიც ევროპიდან ჩამოიტანეს. ამის შესახებ „,ბი-ბი-სი“ იუწყება.
კონტრაბანდული ტვირთის ფასი 110 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პოლიციამ პოლონეთის ორი მოქალაქე დააკავა. ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ეს ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა, რომელიც ავსტრალიაში წელს არის ამოღებული.
კომენტარები