ბრიტანეთის სამეფო ლაბორატორიის მკვლევარი ტატა ქებაძე “დღის კურიერის” ეთერში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთში დაწესებულ რეგულაციებზე საუბრობს. ტატა ქებაძის თქმით, ბრიტანეთმა ინდოეთიდან შემოსვლები ჩაკეტა.
“ჩვენთან უკვე დაფიქსირდა ოფიციალურად ინდური შტამის 103 შემთხვევა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იქნება ბევრად მეტი, სადღაც 400-მდე შემთხვევა.
ამის გამო დაიკეტა ინდოეთიდან შემოსვლები, გადავიდა წითელ ზონაში ინდოეთი და ვინც შემოდის ინდოეთიდან, ისინი 10 დღე კარანტინში უნდა წავიდნენ სასტუმროში,” – აცხადებს ტატა ქებაძე.
ბრიტანეთის სამეფო ლაბორატორიის მკვლევარ ტატა ქებაძის განმარტებით, ინდურ შტამთან მიმართებით სამკურნალო პროტოკოლი არ შეცვლილა, თუმცა, მისი თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურები ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარის დაწევაზე მსჯელობენ.