პატრიარქმა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უწყების წარმომადგენლები დალოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინსიტრო ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი მიიღო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწყების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა, ქართული ჯარი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა“, – აცხადებენ სამინისტროში.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დღეს თავდაცვის ძალების 30 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.